Litclub.ge

ნეკრომისტიკა
გასაღების ღრიჭოდან გამომძვრალა გენია,
უწმინდურთა მანერის ავხორცობა მაწუხებს...
დამაშვრალთა ფიქრების ეშვოვანი გრაცია,
უარსებო მოდელთა ვტკეპნი სივრცობრიობას,
სერენადებს მომიძღვნის ის პირქუში ოლეგრა!
და სიგლუვის პირებზე ილესება განგება.
მარადიულ ფორტუნას განრისხება სჩვევია,
ბნელ სცენიდან ორქესტრა გადახეთქავს სიჩუმეს
მიმტევებლურ თვალებით ვაცქერდები მუმიას,
ათასწლოვან ძარღვებში გაყინულა ღვთაება,
გაცვეთილა ეპოსის უხერხული დედანი!
მე გადავდგი ნაბიჯი იმქვეყნიურ მხარეში!
მომწყდარია ბაგედან ერთადერთი ამბორი;
მეც ამცდება უთუოდ საოცნებო სინაზე!
ჩამოძენძილ ტყავების გამტანჯველი სიმსივნე.
როცა მძულდა დარდების დამქანცველი გუგუნი!
მილურსმული ხავსებზე ჩემი უსინდისობა.
მოკვდა, გარდაიცვალა უელფერო ნატურა _
ლტოლვა მისი ვნებების მიილურსმა აგრეთვე.
კუდაბზეკილ სიყალბეს ვერ გაექცა დროება,
მყარ მირაჟულ სერიას ელანდება ჰომოსი.
და მოქუფრულ ცხედართა დგება ესკადრილია,
კონტრასტური ხილვების უებარი წამლობა.
მისტერიულ დებოშის ღამეული ღრეობა.
მე მომბეზრდა ამდაგვარ ცრუ ფრაზების მიმოცვლა,
გავხევდები უზომოდ აქ მივარდნილ ქროლვაში,
წამიერი სიწმინდის, კვლავ დამჯაბნის ხატება.
უარყოფით ყოველის, ჩავვარდები წარსულში,
და დამგესლავს გველივით მძიმე უჰაერობა!
_ გასაღების ღრიჭოდან იმზირება გენია,
უწმინდურთა ქცევების, მეც, ფერხულში ჩავები!