Litclub.ge

მისის – უარსებობა
მოგონების ზეწრებში გახვეული ქალწული
ხსოვნის მძიმე დატბორვა მისი მწუხრი თვალებით,
ის ქალწული _ ცისაა, ერთადერთი ასული,
იმზირება ღიმილის მწყრალი იდუმალებით.

შევეშვები განცდებში აზვირთებულ განწყობებს,
შორ ქალწულის სურნელი ღამით დამესიზმრება!..
შინაგანი ქარები _ ყინულივით მასწორებს,
და ყინულის სითეთრე, წითლად დამესისხლება!

მთელი მძლავრი ბუნებით ვეხეთქები ოთახებს _
ამ ცარიელ ოთახთა საშინელი სიფითრე...
ქუჩაში კი სახეთა უმეტყველო ოვალებს!

ლექსთა ცვენა სეტყვაში მკვდარ ვარდებად წამოვა,
დაიწყება ტკივილთა სულიერი გადახსნა...
ო, ქალწულო ნეტარო, დღეს მე ისევ არ მოვალ,
ჩემი შეუცნობლობა ჯოჯოხეთში გადახტა.

ქედმაღალი მიმიკა გეფურჩქნება ბაგეზე,
მაგ ტუჩების კანკალი _ სიგიჟეში ჩამახრჩობს...
ვზივარ ასეთ ფიქრებით და ვოცნებობ ღამეზე _
ღამემ უნდა ცხოველად, სისაზარლედ გამხადოს!

შენს რხევაში გაისმის სხვა ჰაერთა გრაცია,
შენში ყველა წერტილი მაღალფარდოვანია!
შენ ნაწვიმარ აჩრდილთა სამოსელი გაცვია,
და ზაფხულის წუთები შენთა ცრემლთა მგვანია!

ამგვარ ხედვით ვბერდები, ვით ტუსაღის იღბალი,
საოცარო, ვიღაცის ხელებში ხარ ამ წუთას...
ხარ ლანდების მადონა, ხარ წყეული სიზმარი,
ვერ გიწოდებ ვერასდროს ერთადერთს და საკუთარს!
_ მოგონების ხავსებში ჩამალულო ქალწულო,
ხსოვნა დაიტბორება შენი მწუხრი თვალებით...