Litclub.ge

* * * "ხეიბარი პროპელერი"
ხეიბარი პროპელერი ასუფთავებს ჩემს ოთახში შმორიან ჰაერს,
ამ ლექსის დაბადებას მუზებით გატენილი ჯიქანი მონატრებია...
სული ღამურასავით კიდია სხვენში!
და აკრობატი ხასიათი დახტის `კანატზე~ _
ვარ ოთახში, მაგრამ მინდა ვაგონში ყოფნა, კუპეების სიცარიელით,
ჭუჭყიანი და ბნელი ვაგონი _ ჩემთვის სამოთხეა!
იქნებ ამ მძიმე სახლმაც ბორბლები გამოიბას?!
რელსების მაგივრობას _ დაკლაკნილი აზრები გაწევენ...
_ ცას გადაეხსნა ძილის არტერია, წვიმს ალისფრად.
ხმაჩალეწილი, ძველი ავტოს ხრინწი ჰკვეთს საღამოს,
(მე მიტევება არ მჩვევია! გამეცალეთ...)
ფილტვებიდან ბრონქიტი იფურჩქნება, ვით ქალის საშო
და ძველ სავარძელზე დაბრძანდება გმირი _ იუდა!
შეშინებული სინატიფე დახარვეზდება...
ტყის სველ ნიადაგიდან ამოვალ, ვით შხამიანი სოკო,
ო, ალისფერ წვიმას რახანია გადაუღია...
მჭკნარ ფოთლებიდან იმზირება ხარბი მზე
ამ სისულელეს ის გაათბობს _ უმნიშვნელობით!..