Litclub.ge

აზრობრივი გენთა-ხოცვა
სხეულში კვდება უხერხული ფიქრთა ორგია,
გადამსკდარ ფსკერზე დახეთქილა წარბების წყება...
მოდის, ვით ბინდი, სულიერი მრწამსის ბურუსი _
მივარდნილ ვნებით არ დასუსტდეს ჩემი მანია!
გადალეწილი ურდოების გრუხუნით, ჩეხვით,
თან იბადება დამშვიდების ცხელი ოცნება!
რა ტრილოგია გამოტეხავს სამივე ეტაპს?!
რა ხარვეზებით ჩაიჭრება ნორჩი არსება?!
(ქარის კლანჭები დასერავენ მის გათოშილ მკერდს...)
და გაპარებულ თვალებიდან წასკდება შფოთი.
როცა სახლიდან ვერ გამოვა ჩემი მიზანი.
ამოლუმპული ამ ჰაერის მძიმე ტალახში _
მისი უკეთილშობილესობა _ გრძნობა!!!
გაქცევა სხვათა, ინტერესით არც კი მოცული,
რადგანაც აქვე მემართება იგივე დრამა.
მარადიული გალაქტიკის შუქფერ ხვეულში...
სველ და ნესტიან პრობლემების გაყინვა ცრემლით.
ტანის კედლებზე, თუ შიგნიდან, პორტრეტებია!
როს მისტერია ისტერიით აიკლებს წამებს.
გადავგვარდები, ვით უმსგავსო, მიუღებელი...
ლტოლვით დაცლილი, მხოლოდ კანი დარჩება ჩემგან.
უმრუმეს აზრით გადაგლეჯილ ტვინის აპკიდან _
ჩასივებული ჩაქცევები უმალ გაივლის...
უმალ მივხვდები კამათლების ქალადან ცვენას
და დღეთა ქსელი გადახლართAავს ვინმეს არეალს...
_ როცა მოკვდება უხერხული, სხეულში კრთომა!