Litclub.ge

ერთმანეთის თვალებით
ყვითლად იღვრებიან, 
ალისფერ სხივებში, 
მიმოზები,
ყვავილობს ქალაქი, 
ქუჩები ხიდებზე 
მიმოდიან,
მე, ყოველ საღამოს, 
შენი სიმყუდროვით 
ვიმოსები,
შენ კი, ჩემს სუნთქვაში, 
ახალ იმედს ჰპოვებ, 
ყოველ დილით.

ზოგჯერ (ცაშიც ხდება-
ხოლმე) ბაცდებიან 
ვარსკვლავები,
გული სტკივა სულს და
ვერაფერს აღიქვამს
დადებითად...
გაივლის განწყობა.
ჩვენ, რაც მთავარია,
დავასკვენით:

თურმე, შეგვძლებია ხედვა ერთმანეთის თვალებითაც.