Litclub.ge

მარტი
მარტი იალ-კიალებს, 
ქარებს მოაგრიალებს, 
აქა-იქ მზეც იალებს- 
გაზაფხული მკვიდრდება. 
ვიღა ჩივის იარებს, 
გულს რომ ადარდიანებს. 
ვკარგავთ ადამიანებს... 
ვიღას გაგიკვირდებათ. 

მოვდიოდი სოფლიდან, 
გული ამიფოფინდა! 
ვაჟკაცობა მყოფნიდა- 
დავდიოდი გლეხურად. 
არც გუგული მოფრინდა, 
არც მერცხალი მოფრინდა; 
ქალაქშიდაც მოშივდა 
გაზამთრებულ ბეღურას. 

მთის შვილობით ვამაყობ, 
ვიღაც რითმებს მკარნახობს... 
არ იქნება, არ ვნახო 
ამ ტყის აფერადება! 
ჭერო, სხვენო, ჩარდახო, 
ჭრელაჭრულა ფარდაგო- 
გაზაფხულის ბალახო- 
თქვენგნით რა მემართება?! 


ისევ დავიხუნძლები 
ლექსებით თუ ყურძნებით, 
უბით დამაქვს ფურცლები- 
ლექსის საწნახელები. 
ვბერდებით თუ ვხუცდებით, 
ვბერდებით თუ ვხუცდებით,- 
სიცოცხლეთი უძღებებს 
გვეკრიფება ხელები... 

გველოდება საუფლო, 
(დადინჯებით ვსაუბრობთ...) 
დალოცვილი საწუთრო 
სხვისთვის არ გვემეტება. 
მირჩევნია სად უფრო? 
სიყვარულით დაუთრობს, 
ამ მიწაზე დაუთრობს 
ზეცა მეიმედება!!!