Litclub.ge

მაყვლის მწიფობის დროა...
მაყვლის მწიფობის დროა,
დრო არის მაყვლის კრეფის, 
ჩაშაქრებული როა
და საკადრისი მეფის.
მივყვები ეკალ-ბარდებს,
მაყვალს ვაგროვებ ფრთხილად.
ო, როგორ არ მიყვარდეს _ 
დამატკბო, მომალხინა.
ავუვლ-ჩავუვლი ვენახს,
ბარდებით შემოღობილს.
ვკრეფავ, მოგეცეთ ლხენა,
მაყვალს, გამოწვდილს ნდობით.
და ღუის ალთა-ბალთას
მაყვალი _ არ ჩანს ჩერო.
ო, დაგელოცოს კალთა,
დედაბუნებავ ჩვენო!
ო, დაგელოცოს ძალა,
მაცოცხლებელო მზეო!
მაყვალი თავს არ მალავს
ჩემს სალამ-ქალამზეო.
გამიტკბა მაყვლის კრეფა,
მაყვლის სურნელი ამყვა.
თბილისში მესიზმრება,
თუ როგორ ვკრეფდი მაყვალს.