გაზაფხულის მზე დაჟინებით მიმარცვლავს დღეებს
და კალენდარიც უხმოდ იტანს დროს, რომელსაც ვახევ ფურცლებად,
ვაღარიბებ და ვანუგეშებ სამოსელის სიხალვათით.
მე ამ სიჩუმის დაურღვევლობას ვერ მივუცეკვე ფეხშეწყობილად
და დროის სურნელს ვალამაზებ მუმიებივით...
კაბას, რომელსაც ვუნახავდი შენს ხელს და თითებს
ჩემს აივანზე, სარეცხის თოკის მკლავებზე ვკიდებ.
და ამ ქალაქის ვიწრო ქუჩის ქვაფენილებს,
ვუთვლი ღიმილებს ნაოჭებში ჩაფენილებს.
და სანახევრო გულდამშვიდებით,
სიყვარულის არაფრისმთქმელ გამოცდილებას ვუცვლი...
ვაშიშვლებ წუხილს და ვგრძნობ,
სულ რაღაც, ცხრა გრამ უპირატესობას ბედნიერების დაკარგვის წინ...
ნუ აირევი, უნდა გამხილო და გაგიმხილო:
გაგროვებდი:
დედის ნაჯაფარი ხელების დანაყილი სურნელის სურნელად,
მამის ყველა უთქმელ სიტყვად,
ბებოს ჩამოქნილ ჩემი სიმაღლის სანთლად,
წარმოსახვებში გაცოცხლებულ ბაბუის ხატად
სისხლად და ხორცად,
ჩემს მიცვალებულებად და ცოცხალმკვდრებად,
უკანონოდ გაჩენილ იმედებად,
სევდად, ნისიად შემოსაღებულად,
წაკითხულ და წაუკითხავ წიგნებად,
დაწერილ თუ დაუწერელ სტრიქონებად,
აორთქლებულ წვიმის წვეთებად,
უბოროტო თანაგრძნობად.
დუმილად, რომელიც ვერ ვზიდე,
მზედ, რომელიც ფეხისგულებს აღარ მიწვავს,
ფერებად, რომლებსაც ვერ დავწერ,
შვილად, რომელიც ვერ გაგიჩინე,
შეცდომებად, რომლებსაც არ გამოვასწორებ,
უპასუხო კითხვებად, უასაკო საიდუმლოდ,
ვერაგ ბედისწერად, ჯიუტ სიცოცხლედ.
გაგროვებდი და მამისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ურჩ კულულებში გიწნავდი.
ჩამომიშვავდი...გამოგიზოგე...
მაინც დამთავრდი...