ღამე ვარსკვლავებს ციმციმით დაღლის,
დღე მიიცვალა,კომაში მყოფი,
სადღაც ბუჩქებში წკმუტუნებს ძაღლი,
სოფლის წყაროსთან გავარდა თოფი.
უმწიფარ ხეხილს მოხადა ქუდი,
ყანაში სიო გამარგვლას ნადობს.
ვაბოლებ თუთუნს.ეგრისის ქედზე,
საღამომ მთვარე კვერცხივით დადო.
***
მინდა გამოვიანგარიშო:
რამდენ ჩასუნთქვა
შენს სურნელს
და რა რაოდენობით
შენს სახეს
მოვიხმარ თვალებით
დღე-ღამეში...