Litclub.ge

უშენობა

ფიქრმა უძილობით ღამე გაარღვია,

მთვარე ტოტებშია კავით გახლართული,

ვამჩნევ აივანზე ნისლის ნაბადია,

ირგვლივ შუქებია ყველგან გამორთული.

 

ოთახს უშენობის სუნთქვა შეერია,

წვიმა ჟოლობიდან მოსჩუხს მორაკრაკე,

ახლა უშენობა ისე მომერია,

როგორც დაქანცულ კაცს ძილი მონავარდე.

 

ქარმა თაროები ქროლვით გადაკოცნა,

გულში მონატრება ვეღარ შევინახე,

მერე სასწაულმა უფრო გამაოცა,

ზეცის აივნიდან მოსჩანს შენი სახე.