Litclub.ge

მიწის შვილები

ჩუმად მოფრინდა სიბერე,

ტკივილს თავს თავად ვახლით,

შვილებიც ჩვენ კვალს მისდევენ,

ვით ცხოვრების რიგს ხალხი.

 

ამოაების ქარბუქში

ზოგჯერ მზის სხივიც გვქარგავს,

ისეც დაყოფილ მამულში,

ჩვენ გასაყოფი რა გვაქვს?!

 

ჩავჭიდოთ ხელი ალალად,

გვიჯობს მივხედოთ ერთურთს!

ჩვენც ხომ ყვავები არა ვართ,

ლეშზე ვამრთავდეთ ფერხულს.

 

წუთისოფელი გასრულდა,

გული ღადარში იწვის,

მიწა ჩვენი არ იქნება,

თავად ჩვენა ვართ მიწის.