Litclub.ge

კაცხის სვეტი

ვდგავარ შენს წინაშე, გრძნობით მიცემს გული,

გვიმრებს გადათელავს ქარი მეტის-მეტი.

აქ დგას სალოცავი ზეცას გამობმული,

ღმერთის ტახტრევანი, დიდი კაცხის სვეტი.

 

დგას და საქართველოს ცას და მიწას ლოცავს,

შეურყეველია დღესაც მისი ტანი.

ღმერთო, სვეტის თავზე ვამჩნევ, როგორ მოსჩანს,

ღია კარიბჭე და ღრუბლის გალავანი.

 

მკერდზე ამჩნევია უფლის ნაფეხური,

მსურს აქ მთელი ღამე ლოცვით გავათენო.

მინდა შენს წინაშე ვიყო გაბედული,

ღმერთო, დაიფარე ჩემი საქართველო!