Litclub.ge

* * * "იცი?! აქ მთებია და ზამთარია"
იცი?! აქ მთებია და ზამთარია,
ქალაქი მივატოვე,გავექეცი
და მხოლოდ ფიქრები ამოდიან
დროდადრო გათოშილ ღამეებში.

ეს შენი თვალების სიღრმეები,
არაფრით შეიდრება ქარაფებთან,
მე ისევ შენს თმებში ვიკარგები
და ნეტავ შენს სულშიც გადავეშვა.

ამ მთებმა ღმერთივით უცოდველი,
ფიფქები ფრთებივით გაისწორეს
და შენ კი ზვავივით იწყები და
ვიცი,რომ ბოლომდეც ჩამიყოლებ.