სიცხიან სხეულში დაძრწიხარ,
ერთ წუთში სამოცჯერ განგიცდი,
გზებია შენამდე რთული და
მანძილიც შენამდე არ იძვრის,
თოვაში უბრალოდ მაკლიხარ,
ფანტელებს ფანჯრიდან გავყურებ,
სუნთქვისას სხეულში მენთები და
შენი თვალების მარწუხებს
ვერ ვაღწევ თავსა და გათოშილ
სხეულში სისხლივით მეღვრები.
უბრალოდ თოვლია საერთო,
და ზეცაც გვირილის ფერია,
ღმერთია სპეტაკი ფიფქები-
ჩვენ შორის უბრალოდ ღმერთია.