იცი ყოველდღე ტალღებს ვატან თქვენთან მოკითხვებს,
ქარებსაც მოაქვთ ბათუმისკენ თქვენი სურნელი,
თუ აფხაზეთი ჩამოგვაჭრეს ძმაო მკლავივით
არ იფიქრო რომ დავიტოვო რამე უთქმელი,
ყოველდღე ვგლოვობ რომ იცოდე ქალაქს ნესტიანს,
სოხუმის პალმებს,კიპარისებს ,ფიჭვებს ,ტირიფებს,
თაკარა მზისგან გახუნებულ სანაპიროებს
და საფლავებში იმ პატარა უკვე დიდ ბიჭებს,
რომლებსაც გული ახლაც უცემთ ცოცხლებზე მეტად,
ყოველ სიზმარში ვეფერები ბედიის ლოდებს,
ვესაუბრები ბიჭვინთის მთებს მუდამ ნისლიანს,
სანაპიროსთან ქარებისგან ვერ მოხრილ ხეებს
როგორ ეტყობათ რომ ფესვებში ჩვენი სისხლი აქვთ,
ახლა კი ვდგავართ ჩატეხილი ხიდის კიდესთან
და ერთმანეთში სასაუბროს ძებნას ვუნდებით,
ფერს ნუ შეიცვლით აფხაზეთის წმინდა ხატებო-
თქვენი გულისთვის გეფიცები ჩვენ დავბრუნდბით.