Litclub.ge

გულს

გამოვაცალე დასაყრდენი, ახლა ვეღარსად

ვერ დაისვენებს, ხელისგულზეც აღარ ვატარებ

ჩემს გულს. დარდები ერთიანად, რომ ჩამეხარშა,

აქამდეც ბევრჯერ, გასკდებოდა და თითო-თითოდ

ვაწვდიდი წვრილად, ვაყოლებდი ხშირად ნათალებს.

თუმცა ბორგავს და მთავარ ტკივილს კვლავ თვითონ ითხოვს.



ვუფრთხილდებოდი. მიერთგულა. ახლა შევეშვი.

ბევრი ვტკეპნეთ და საბოლოოდ მაინც სხვადასხვა

გზები ვარჩიეთ. ფართხალებდა მკერდში, ხელებში.

ჩვენ არაერთხელ ერთმანეთი გადავარჩინეთ,

ასე ვისწავლეთ სიარული, სისხლის გადასხმა.

ბევრჯერ უფსკრულებს მივადექით ცივს და საშინელს.



არ დავიბრალეთ სიხარული. უბედურება

შევაკოწიწეთ და გავჩუმდით, მერე, ცოტა ხნითც

და ყოველ ღამე დაძინება თუ მერთულება

მისი ბრალია, მოიფიქრა პატიოსნება

და საპყრობილედ გადაიქცა ჩემი ოთახი.

გამოვეცალე და შევწყვიტე მისი მოსმენა.