Litclub.ge

*** გხვდები და ვხვდები

გხვდები და ვხვდები, თუმცა ვმუნჯდები,

შენ კი დუმილის ვერ ხსნი ქარაგმებს,

ღიაა შენი თვალის უჯრები,

მკეცავ და უხმოთ მათში მალაგებ.

 

ცა თითქოს არხევს ღამის ფარდაგებს,

ალიონს უნდა ღამე დალიოს,

სიტყვა მეხება და მაქანდაკებს,

რიყის ქვას, როგორც ქვას მარმარილოს.

 

ამ ამინდების არ ვარ მომრევი,

ვაგროვებ გარეთ წვიმების ნარჩენს,

შენს ხავერდოვან კანის მორევში,

ჩაყოლას ვარჩევ.

 

მკვდარ ამაზონში ნორჩმა ნერგებმა,

ასწლიან ფლორას რით ანუგეშა,

ღორჯოც რომ არარ წამოეგება,

იმ სატყუარით იჭერენ ვეშაპს.

 

ვიცი გინდა რომ დამაუძლურო,

ასე უხეში და პირდაპირი,

შენ მარტო მ,დგომო ჩემო კუნძულო,

თუნდ კენჭი ვიყო შენი ნაპირის.