Litclub.ge

ჩვენ ვრჩებით მარტო

ჩვენ ვრჩებით მარტო და ვცდილობ მარტივ

ფიქრების შიშის დაიმსხვრას შუშა

და მწვანე კორდზე ამინდის კარტი

ბალახს საშიში წვიმებით შუშავს.

 

ვეშვები ყავას, ვეჩვევი მარტინს

და ასე მარტოს და ასე მარტივს

მსურს გზები შორი და თუნდაც ხშირი,

ციხ ნაკვერჩხალი ხდება ნახშირი.

 

და როგორც რუკა იცვლები რაკი,

თუნდ შენი რიგის მოსულა რინგი,

და ასე მარტოს და ასე მარტივს,

ყოფილ გენერალს და უკვე რიგითს-

 

უკვე ღალატიც არ იცვლის ნარატივს,

ერთი მეტრო და შეხვდები სამტროს,

შენ ასე მარტოს და ასე მარტივს,

შენ ასე მარტივს და ასე მარტოს...