მიყვარხარ,სულ ვამბობ და ალბათ სიტყვებით,
ვიცი, რომ ამ ჩემს გულს ვერ ვატყობ ვერაფერს
და როგორც არასდროს, დღეს ისე მჭირდები,
დავთმობდი ყველაფერს..!
საწოლზე მიყრია ეს ჩემი სხეული,
მე ვამბობ-ეყაროს, მაგრამ არ მამშვიდებს,
"ცხოვრებით" გავავსე კვლავ დიდი რვეული,
მჯერა, რომ გამიგებს..!
სული კი შიშველი, ვით ალვის ხეები,
ქარისგან გაძარცვულ, დატეხილ ტოტებით,
წინ ბევრჯერ მომელის გოლგოთის დღეები,
მაგრამ არ გშორდები!
ვინ იცის, რამდენჯერ ჯვარს გაცვი უფალო,
რამდენჯერ მშიერი, მწყურვალი,შიშველი,
დაგტივე რამდენჯერ, შემინდე უფალო,
ვიცი, რომ მიშველი!
რამდენჯერ დედაჩემს ვადინე ცრემლები,
მპატიობს! შვილი ვარ, წლებია შემიცნო,
უფალო, შენს წმიდა დედიკოს, ვედრებით
გთხოვ, თხოვე შემინდოს!
შემინდოს, რამეთუ არ ვიცი რას ვჩადი,
ცხოვრების დინებას არასდროს მივყვები,
გარდაცვლილ დღეები გახდება განსჯადი
და ჩემი სიტყვები..!
მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ-იესო!
შემინდე-ვით პეტრეს! არა ვარ უმანკო,
"კეისარს-კეისრის, ღმერთს-ღვთისა"-მიეცო,
მადლობა უფალო!
მადლობა იესო!