Litclub.ge

ჩრდილები
...ხანჯლისპირივით ბასრი ჩრდილები
აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს,
როგორც მთვრალები ან დაჭრილები.

და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს
და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს,
ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს,
როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.

მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ
და სიჩქარეში სხვები დალოცეს
და როგორც თეთრი მთვარის ნაფოტი,
მე შენი სული მედო თაროზე,

- როგორც ყველაზე ძლიერი ხატი,
ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი,
და მე შემეძლო მეხილა ცხადად,
რაც იგულისხმა ბუნებამ შენში...