Litclub.ge

პირსახოცი

აბაზანაში თანდათანობით

ერთის გარდა

ჩამოიმტვრა ყველა საკიდი.

და იქ მხოლოდ

ერთადერთი პირსახოცი

ჰკიდია ახლა.

და ყოველთვის,

როცა შევდივარ აბაზანაში,

და გამოსვლისას

ხელ-პირს ვიმშრალებ,

შენ გგრძნობ ხოლმე -

ვგრძნობ, რომ რაღაც საერთო დაგვრჩა.