Litclub.ge

* * * ღუზებთან თევზები მღერიან

ღუზებთან თევზები მღერიან

პირმოკუმულები.

 

მეზღვაურები კი კიჩოზე დგანან

და ცაში უყურებენ ჩიტებს,

რომლებიც თარგმნიან

თევზების სიმღერას.