Litclub.ge

რა მოხდა!

რა მოხდა, თუ თვალი შეგავლე ალერსით,
ან გამცნე, რომ დღემდე სწორედ შენ გეძიე,
არ ვიცი ამ გრძნობას დაიტევს ეს ლექსი?
რომელიც ვერა და ვერ ვზიდე, ვერ ვძლიე.

რა მოხდა, თუ ნაპირს ვეწვიეთ ოცნებით
და ვნახეთ, მნათობმა ზღვა როგორ გასცურა,
იცოდე, მიუწვდომს ეტრფიან მგოსნები
და ნამუსს ბოლომდე მისდევენ კაცურად.