Litclub.ge

***** გეუხერხულა ალბათ ეს მზერა
გეუხერხულა ალბათ ეს მზერა,
ვერშეკავებულ-დაჟინებული.
გთხოვ, მაპატიე - თითქოს რომ გზვერავ,
რა ვქნა არა მაქვს კაჟის მე გული.

იქნება კიდეც მოხვალ შორიდან,
ცოტა არ იყოს დაღლილი სჩანხარ.
მაგრამ კიდევ მაქვს თხოვნა ორი და
სათქმელს გონების ქურაში ვჩარხავ:

ამ გზაზე ხშირად ამოიარე,
მინდა ავსება მზერით მაცალო.
ვიდრე გწყურია ამაო არის,
რომ წყაროს პეშვი გამოაცალო.

ნახე, გახეთქილ გრძნობის ბურთს უზის
ლოთი და უდგას არყის ჭიქა შორს...
ჩამირთე შენი გულის ბლუთუზი,
რომ სიყვარული გადმოგიქაჩო!