Litclub.ge

აკორდი
მე ვიცი ჩემთვის რას ნიშნავს ეზო,
ალვა, ქუჩისკენ ჩრდილით რომ მიდის,
შრიალ-შრიალით მიჰყვება სეზონს
და ფანჯრებს ავსებს ხან მზე, ხან ბინდი..

არის სარკმელი იმ  ხსოვნის ჩარჩო
მოხუც დედ-მამის ინახავს სურათს,
სადაც ობოლი ბავშვები ჩავრჩით
მე, თემური და საწყალი ზურა!

იმ სავანეში ვბრუნდები კენტად,
მოლის ხასხასი ფეხქვეშ რომ ეგო  
და ის აკორდი, ხსოვნას რომ მტკენდა,
ყოფილა გამქრალ სამოთხის ექო.  

19. 1. 2015