ჩემი ძმის – ზურას ხსოვნას!
დღეები უკან-უკან მიდიან
და მიუქმებენ საყვარელ სივრცეს,
უკუსვლასავით წინსვლაც მითია
და ვცდილობ აბსურდს საზრისი მივცე.
ძველი ხედები არ მახედებენ,
ხოლო ახალი ქრება დღითიდღე,
მოვლენ და საით წამახეტებენ,
მე შენს თვალეებში ამოვიკითხე...
ვინ დაინახავს ფიქრში შენიღბულს,
დროს გაფიქრებულს ან სულს შენაბერს,
მე ავიფარებ თვალზე ხელისგულს
და ხელისგულში ვხედავ ყველაფერს.
30. 12. 2015
დღეები უკან-უკან მიდიან
და მიუქმებენ საყვარელ სივრცეს,
უკუსვლასავით წინსვლაც მითია
და ვცდილობ აბსურდს საზრისი მივცე.
ძველი ხედები არ მახედებენ,
ხოლო ახალი ქრება დღითიდღე,
მოვლენ და საით წამახეტებენ,
მე შენს თვალეებში ამოვიკითხე...
ვინ დაინახავს ფიქრში შენიღბულს,
დროს გაფიქრებულს ან სულს შენაბერს,
მე ავიფარებ თვალზე ხელისგულს
და ხელისგულში ვხედავ ყველაფერს.
30. 12. 2015