Litclub.ge

ფერეიდნელ ქართველს
(აჰმად მულიანს)

თანაფესვო და ხორცის ნაწილო,
შენი დაკარგვა ვერ ავიტანე.
ნეტავ რა ძალამ გამოგაცილა
ჩემამდე, შორო ფერეიდანო?
გამოგყოლია სპარსული სიტკბო,
ქართული ცრემლით გადანამული.
გულისგულეთში ღიმილით მიხმობ:
რა სათუთია, იცი, მამული?
შენ ქეთევანი გიყუჩებს ტკივილს,
მე შენგნით ვეტრფი დოქტორ შარიათს.
და რომ უწოდებ შენ "სისხლის კივილს",
იავნანური ბაიათია...