Litclub.ge

”კოლხიდური” ვოიაჟი
ზღვა მუცელს იტკივებს,
წუხელი წვიმა სვა.
ზვირთებზე დაფინეს
ღრუბლებმა კარვები
და კოჭლმა ელიამ
ცას ნიშად მიასვა
მზის დისკო, ცივი და
უსხივო თვალებით.
ხეებსაც სულ უფრო
მოედოთ სურო და
მწყემსიც კი მიჩუმდა,
სალამურს რომ უკრავს.
და დევსაც, მწყემსივით,
გუშინ რომ ხუმრობდა,
ზღაპრების გუდისთვის
თავი გამოუკრავს.
მაიმუნს სახეზე
წარბები მოხრია,
სველ ბინოკლს ამშრალებს
თვალების ცეცებით.
ზღვა ისევ ბობოქრობს,
ნაპირებს მოყრია
შხეფებად ნასროლი
ვერცხლის ნამცეცები...