Litclub.ge

* * * "არ გერგო ბედი"
არ გერგო ბედი 
ფინჩხისოდენი 
და ლამაზ მუხლებს 
ლოცვით იტყავებ. 
და ლოცვის შემდეგ 
შენი ორდენის 
ანგელოზები მოგაკითხავენ... 
მე ვერ ვესწრები 
შენს მწარე ლოცვას- 
სავსე, გაკვამლულ ზამთრის რტოებით, 
ვინ თქვა მიწაზე 
პოეტის მოცლა- 
ჩამოსული ვარ ციდან დროებით... 
ვწუხვარ, მწუხრით რომ 
მწარედ გაწუხებ 
ცელქი ბავშვივით ჩემგან მიტყეპილს... 
ნურცერთ კითხვაზე 
ნუ მიპასუხებ, 
ნურც ნუღარაფერს შემეკითხები... 
შემინდე, 
დაღლილს ამაოებით 
თუ გავცდი შენი ბედის ნაპირებს... 
... ჩამოსული ვარ 
ციდან დროებით 
და ისევ... 
ცაში წასვლას ვაპირებ...