Litclub.ge

* * * "ჟინი შემრჩა უფრო მეტად"
ჟინი შემრჩა უფრო მეტად 
წარსულიდან გადმოხედვის, 
რაც შემეძლო გელოდე და, 
რაც შეგეძლო არ მოხვედი... 

გაილია ისე უცებ 
წლები, როგორც კვეს-აბედი, 
რაც შეგეძლო-იკეკლუცე, 
რაც შემეძლო- 
შეგაბერდი.