Litclub.ge

* * * "…და შენ უკრავდი აწეულ წარბით"
…და შენ უკრავდი აწეულ წარბით, 
მტკიოდა ნერვი და კლავესინი... 
...და ღამე იყო 
ცივი და ყალბი- 
გახარებული კაცის ლექსივით... 
და შეჩვეული ნოემბრის ქარი 
ჩვეულებრივად ახშობდა ბიზეს, 
მე კი გიწერდი, 
ათასჯერ მკვდარი, 
უკანასკნელი სიკვდილის მიზეზს...