მეგობარო, ეს არ არის წიგნი,
ხელი ახლე და კაცს შეეხები,
( ნუთუ ღამეა და მე და შენ მარტოკა დავრჩით)
ეს მე ვარ - შენ რომ გიჭირავს ხელში
და ვისაც შენნ ხელით უპყრიხარ,
გადმოვალაჯე ამ წიგნიდან,
მოვედი შენტან
და სიკვდილმა ვერ დამაკავა.
ო, როგორ მარწევს და ძილსა მგვრის შენი თითები,
გულზე მეცემა შენი სუნთქვა ციურ ნამივით
და შენი მშვიდი გულისცემა მესალბუნება,
მე ვგრძნობ ვინთქმები,
ვიძირები თხემით ტერფამდე.
მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი