Litclub.ge

სიზმარში დასაშვები ანაქრონიზმი
გრიგოლ აბაშიძეს

ბატონო გრიგოლ, ერთი კვირის წინ ჩემს
სიზმარში
თქვენ პრემიების კომიტეტის
სხდომას მართავდით.
ოთახის ფანჯრებს აწყდებოდა
ცხელი მზის მარში.
ფეხზე იდექით, ხალხს სხდომის ოქმს
განუმარტავდით:
ქართველი კაცის სიამაყე
ჯვარი, გრემია,
ზარზმა, ხერთვისი... და მრავალი
გვაოცებს დღემდე.
არქიტექტურის დარგში დიდი შოთას პრემია
ჩვენ მივანიჭეთ არსუკიძეს,
სიკვდილის შემდეგ.