„ცხედარი აცოცხლებს კუბოს“.
ო. ჩხეიძე
ქალს ალამაზებს სინაზე,
ბავშვს - თამაშობა სილაზე,
მწერალს - ბრწყინვალე ნიჭი.
ულაყს ამაღლებს მხედარი,
კუბოს აცოცხლებს ცხედარი,
აკვანს ამშვენებს ბიჭი.
სოფელს სჭირდება სოფლელი,
ყმაწვილს სჭირდება მშობლები,
მინდორს სჭირდება ცვარი.
ქვეყანას უნდა, ღმერთივით,
მოძღვრავდეს მწყემსი კეთილი,
ნეკერს წიწკნიდეს ცხვარი.