Litclub.ge

ნაწყვეტი პოემიდან "ღრუბელი შარვლით"
მარია!
პოეტი სონეტს უძღვნის ტიანეს,
მე კი ვარ ხორცი ,
ადამიანი მხოლოდ –
მარია,
და შენს სხეულს ვითხოვ, უბრალოდ –
ისე, როგორც ქრისტიანები ითხოვენ:
–პური არსობისა
მოგვეცი ჩვენ, დღეს.

მომე, მარია!
მე მეშინია არ დამავიწყდეს შენი სახელი,
ისევე, როგორც ეშინია პოეტს დაკარგვის -
ღამეულ ტანჯვით ნაშობი სიტყვის,
რომელიც თავის სიდიადით ღმერთის ტოლია!

მარია, გესმის?
მე შენს სხეულს ისე მოვუფრთხილდები,
როგორც ომიდან მოწყვეტილი ჯარისკაცი –
უსარგებლო, უნათესავო,
დაჰკანკალებს თავის
ერთადერთ კიდურს.

გინდა?
არ გინდა!
ჰაჰ!
ესე იგი –
ისევ ბნელი, უძლური,
ავიღებ გულს და ცრემლით დავწვეთავ.
მერე წავიღებ, როგორც ძაღლი,
რომ მიაქვს სახლში
თათი – რელსებზე დასრესილი მატარებლისგან.
 
თარგმნა ნინო ქოქოსაძემ