რას არ აკეთებს ამ ქვეყნად კაცი,
ცხოვრება ერთხელ არ ეტყვის "გრაცი!"
თუ ეტყვის, მხოლოდ ერთ სიტყვას ეტყვის:
ა ც ე !
გზას განვლის გრძელს და ქვიანს და კაცურს,
გაცვეთს ქალამანს ჩექმას და ფაჩუჩს,
გზა მათრახივით გაიტყლაშუნებს:
ა ჩ უ !
უნდა ბედის ქვა ერთთავად ზიდოს,
რომ ის ქვა მერე საფლავზე ედოს.
დრო პატრონივით მიზდევს და ყვირის:
დ ი დ ჰ ო !
მერე ერევა ბილიკი თოკში,
და სანამ არის სიცოცხლის შოკში,
წინ გადუდგება წერა და ეტყვის:
თ ო ქ შ ი !