Litclub.ge

მოჭიხვინე ცხენის ძეგლი
მე მოჭიხვინე ცხენის ძეგლი ვარ,
ჩამგუბებია სულში ჭიხვინი
და ვულკანივით ვერ არღვევს იგი
ჩემი დუმილის უამრავ ფენას.
ათასი რამის თქმა მინდა, მაგრამ...
ათას სიმართლეს ვიტყოდი, მაგრამ...
ამოვათხენდი ზღვა ნაღველს, მაგრამ...
ბევრ რამეს პირში გეტყოდით,მაგრამ
მე მოჭიხვინე ცხენის ძეგლი ვარ...