Litclub.ge

სიბერე სარკეში
ქალის თვალებში იყურებოდა,
                        როგორც სარკეში
და ხედავდა თავის სიბერეს...
ქალის თვალებში იყურებოდა,
                        როგორც სარკეში
ეჰ იმ სარკეში
                        გაქაჩლებამდე
ლომის ფაფარსაც კი ისწორებდა...