Litclub.ge

ორი კალამი
ა, ეს კალამი შეინახე,
             მე კი მივდივარ.
და შენ მაგ კალამით
             წერილები მომწერე ხოლმე;
მე კი ამ კალამით
             თეთრ წეროებს დავხატავ მუდამ
რომ ჩამწკრივდნენ და გაზაფხულობით
ლურჯ სიშორიდან მომიტანონ
             ეგ წერილები.