Litclub.ge

დაბრკოლება
შურს გუშაგივით არასდროს სძინავს,
ერთი გრძნობაც კი
შეუმჩნევლად გვერდს ვერ აუვლის.
შენ კი ამბობ,
ავმაღლდებიო ბოლო ღრუბლამდე.
მაშინ ხომ უნდა ცოდვა დაიდო,
მოკლა დღე-ღამის დიდი გუშაგი.
მერე როგორღა ამაღლდები ცოდვანაქნარი
თუნდ იმ ღრუბლამდე,
მთის მწვერვალზე რომ მუცელს ისერავს?