Litclub.ge

მზერა
შენ რომ თვალები დახუჭე მაგრად
და დაინახე მთელი ქვეყანა,
აახილე და ხილული გაქრა,
მყის დონ კიხოტი გახდა კეხანა.

მაშინ იკივლე: ვიცი და მჯერა,
რაც იგივეა, არ არს იგივე! -
და ჩაგიბრუნდა სულისკენ მზერა,
და ამოხსნები ბრმათა იგავი.