Litclub.ge

მარტოობა
1

მარტოობა ის მყუდრო სახლი,
სადაც შევდივარ და მე ვწყნარდები.
სად კედლებს ოდით ჰკიდია თალხი,
გახუნებული ჩემი დარდები.

ეს ის სახლია სად მიმატოვე
და ჩამოუშვი რუხი ფარდები.
სადაც ოდეზღაც კვლავ დაბრუნდები,
სადაც ხელახლა შემიყვარდები.

მარტოობაა ის თბილი სახლი,
სადაც ყვავიან ფიქრის ვარდები.
სადაც ვიწყები როგორც სიცოცხლე
და ვით სიკვდილი სადაც ვმთავრდები.

2

მარტოობაა ის ძველი სახლი,
სადაც დამტოვე
და დამიბარე,
კარი არავის გაუღო ბიჭო.