Litclub.ge
ნება
აი, აქ ასე გავივლიო, გაიფიქრა და
ისე გაიარა, როგორც უნდოდა.
მერე დანარჩენ სავალზე იმ კაცს
საგზლად ეყო,
უფრო სწორად, გამოიზოგა
გზის ის ნაწილი,
აი, აქ ასე გავივლიო, რო გაიფიქრა.