Litclub.ge

დალაქი
იმ თვეში თმა ხომ აქ გავიკრიჭე,
ამ თვეში მოველ, - მოკვდაო, - მითხრეს.
თმა მოუშვიათ უბანში ბიჭებს,
სიგრძით გაცდება ამ თვიდან იმ თვეს.

მაკრატლით ხელში დააკლდა ქალაქს,
წინ გრძელი გზა აქვს, გრძელი გზით მიდის
უკანასკნელი მადლობა დალაქს,
რომ არ გადაჭრა მან ბეწვის ხიდი.