Litclub.ge

პირველად იყო სიტყვა
კაცი როცა არაფერს ამბობს,
თითქოს არც არის,
არც არსებობს მდუმარე კაცი.

სიტყვას იტყვის და
სიტყვაა იგი.
ფრაზას იტყვის და
ის ფრაზაა მთქმელი ფრაზისა.

კაცი სანამ სდუმს,
იმ მუხასა ჰგავს
სქელ ბურუსში რომ არის და არ ჩანს.
შეიძლება უნებლიედ ზედ მიენარცხო,
სივრცის სიწრფელეს დანდობილი, გზად მიმავალი.

დიდი დუმილი უჩინმაჩინის ქუდივითა,
გრძეულთა წამოსასხამივითაა,
შეიმოსები და აღარახარ,

ხმა ამოიღე,
მეშინია მარტოობის.