Litclub.ge
სინანულისა
არ გამაკარე კოცონს,
ბუჩქივით ენთე როცა.
ახლა თავაყრილ ფიქრებს
ნადირებივით ვხოცავ.
მომდევს უშენო ღამე,
როგორც ალუდა მუცალს.
არ გამაკერე კოცონს,
ბუჩქივით ენთე როცა.
ტუჩზე დამაშრა ვნება,
ვით ღვინის წვეთი ბოცას ...