Litclub.ge

გზები
იესო ქრისტე ფეხით ვიდოდა,
მღვდელთმთავარი კი
ექვსცხენიანი მორთული ეტლით.
მაგრამ  იმ ეტლის განვლილი გზიდან
არ დარჩა მეტრიც.

ფეხით ვიდოდა იმედი კაცთა,
ექვსცხენიანი ეტლით - კაიფა.
როცა ქრისტეს გზა ზეცის ზღურბლს გასცდა,
ელვა კაიფას გაეკაიფა.

პონტია? პონტიც დაფიქრდა, მხოლოდ
ღვთის და ხუროს ძე სულთა ხუროა.
კეისრის გზაც კი მთავრდება ბოლოს,
იესოს გზა კი უსასრულოა.