რუდი კვირაში სამჯერ ტიროდა _ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, ორის ნახევარზე. ორზე მუსიკის გაკვეთილი ეწყებოდა. იგი მზად იყო შტიბლეტებიც ყოველ დღე ეჭამა, ოღონდ რვანოტიანი სასჯელი თავიდან აეცილებინა. მუზიცირებაზე მიმავალ რუდის სუსტი გულის პატრონი ვერ შეხედავდა. სამაგიეროდ, მომავალი იყო ცისარტყელისა და მარწყვის ტორტის ნაზავი. მას შემდეგ, რაც გაიგო, მუსიკა 3600 წამს გრძელდებოდა, მთელი გაკვეთილები ლუდის კასრივით იდო და ასამდე ითვლიდა. დამთავრებისას რვეულს 36 ხაზის გარდა არაფერი აჩნდა.
გგონიათ, ამ ამბავს იმიტომ კითხულობთ, რომ რუდი უნიჭიერეს მუსიკოსად ჩამოყალიბდა?! რუდი, იგივე რუდოლფ ეიხმანი, ებრაელებისადმი სიძულვილით და საკონცენტრაციო ბანაკების “გამოგონებით” შეიქნა ცნობილი.
მის მუსიკის მასწავლებელს იცხაკი ერქვა.
მსუბუქი იყო იცხაკის ფერფლი, როგორც თავად საბრალო იცხაკი.