Litclub.ge

ნამდვილად...
ალბათ ნამდვილად გადავგვარდებით,
ხარის გვერდით ხომ ხარიც
ან ზნეს შეიცვლის,
ან ფერს და იერს,
ოდითგან ასე არის...
მაგრამ არ ძალმიძს
დავცილდე ჩემს სულს,
განცდას, ტკივილს ან იერს,
მშიოდეს?
ლუკმას ვერ დავუმალავ,
ჩემზე უმეტეს მშიერს...