Litclub.ge

ქუთაისო
გიზოს, ელგუჯას, ავთანდილს
ქუთაისო, ქუთაისო,
ხან მზისა ხარ, ხან მთვარისო.
შენს ქუჩებში ვარდი ყვავის,
ქარი ყირას გადადისო....
გულმართალი და ალალი,
ხარ ყველას _ თან არავისო!
საქართველოს ბურჯად დგახარ,
საუკუნუდ მარადისო!
ენამჭევრი და ღიმილა,
გულმზეობ და თვალმაისობ,
სულით, ხორცით ქართულო და
საამაყო ქუთაისო!
აქ ცა ისევ ძველქართულობს,
წვეთიც არ აქვს სისხლი სხვისი,
წელში ლაღად გამართულა,
ქვათათია _ ქუთაისი!
მზე-მზედ ფერავს ბაგრატის კარს,
„გელათს მეფე პურად მიზის“,
აღმოსავლეთ-დასავლეთში
_ უმთავრესობს ქუთაისი...
შეინახა ენა, რჯული,
მოყვრობა და ზნენი მისნი...
არ წაირყვნა, სუფთად დარჩა,
ჩვენი დედა-ქუთაისი!
აიეტის ძველ გუჯრებში,
იკითხება ცოდნა მზისი...
ანტიკური ეპოქიდან
მოაბიჯებს ქუთაისი...